Skip to content
Academy of Digital Industries

ბუღალტერი - Mentor GEO

Tbilisi, Tbilisi, GeorgiaLocation unclear
freelance · Operations
POSTED 26 OCT
Apply Ask
Role
16 days opentrue age
Posted 26 Oct
CompanyAcademy of Digital Industries →
8open roles
Opened · 30d
+0
Closed · 30d
−0
5d of snapshots · 30d window
Market
417,246open · Other
Opened · 7d
+40,19810% of open
All other
625,433open
All tracked boards · live 11 Nov · n=417,246

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი თაობის პრაქტიკოსი ბუღალტრები. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ თეორიას, ჩვენ ვუზიარებთ რეალურ გამოცდილებას. თუ ხართ მოქმედი ბუღალტერი, რომელსაც უყვარს ცოდნის გაზიარება და სურს წვლილი შეიტანოს პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, ეს ადგილი თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები

დამწყები ბუღალტრებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება

სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

საბუღალტრო დოკუმენტაციის ახსნა

საქართველოს საგადასახადო სისტემის სწავლება

RS.ge პლატფორმაზე მუშაობის სწავლება

Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების პრაქტიკული სწავლება

სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა, მონიტორინგი და წახალისება;

პრაქტიკული ქეისების მომზადება

Requirements

ძირითად მოთხოვნები

საბუღალტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება (5+ წელი)

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა

RS.ge სისტემაში მუშაობის გამოცდილება

Excel-ის კარგი ცოდნა

უნარი, რთული ფინანსური ტერმინოლოგია ახსნათ მარტივი და გასაგები ენით.

ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები

სხვადასხვა ტიპის აუდიტორისთან მუშაობის უნარი

სასურველი

ლექციების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება

ACCA / სერტიფიკატები

ORIS/Balance/Fina/Superfin ან სხვა პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ

მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;

ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას;

სწავლებისა და განვითარების პროგრამას;

რეფერალ პროგრამას;

კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

Source · Academy of Digital IndustriesFirst seen 4 NovOriginal ↗